Сообщения

მერვე  დღე კიდევ  ერთხელ  ვისაუბრეთ აქტივობების შესახებ. ასევე  ვისაუბრეთ  მოსწავლეთა  საჭიროებებზე.  განვიხილეთ სახელმძღვანელოში მე-6  მოდულის  პირველი  აქტივობა. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  შაბლონი სუსტი  მოსწავლეებისთვის. ვისაუბრეთ  ტექნოლოგიების  ფასილიტაციაზე. განვიხილეთ რამოდენიმე  საინტეროსო  საიტი: lernningapps.org my.Histro encp.

მეეშვიდე დღე

მიმოვიხილეთ მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  გამოყენების  მნიშვნელობა. გავაკეთეთ  დასკვნა:  პირველი ---მივცეთ მკაფიო ინსტრუქცია  ბავშვებს. მეორე--ტექნიკური  უნარების  ფლობა მესამე---ვაჩვენო მოსწავლეებს ჩემი  ნაშრომი. ვისაუბრეთ  სასწავლო პროცედურებზე და  გავწერეთ საკუთარი  თემიდან  გამომდინარე სასწავლო პროცედურები ე.წ.სცენარი. აუცილებელია ნაშრომი იყოს  შინარსობრივად  დატვირთული.  

მეექვსე დღე

ვამუშავეთ  გუგლ-ღრუბლებში. ვისწავლეთ  ფილების  რედაქტრების რეჟიმში  გადაყვანა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების  ჩეკლისტი. ჩეკლისტის მიხედვით,  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი. ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების  რუბრიკაზე. 

მეხუთე დღე

განვიხილეთ  სხვადასხვა  მნიშვნელოვანი  საკითხები. თავდაპირველად  განვიხილეთ  გავლილი  მასალა ,რომ  უნდა  გავითვალისწინოთ მოსწავლის  შესაძლებლობები და  დავგეგმოთ  შეფასებების ფორმები. დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები . დავათვალიერეთ ჩეკლისტები ,რუბრიკები, თანატოლთა ურთიერთშეფასების  ფორმები. მოვიძიეთ სხვადასხვა  შეფასების ფორმები  და  მოვახდინეთ   ადაპტირება.( ავტვირთეთ დრაივში) შევქმენით  პრეზენტაციის შეფასების  ჩეკლისტი ჩვენი  პროექტისათვის.ვისაუბრეთ რაარის  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი .  განვიხილეთ  რამოდენიმე  მაგალითი. მოგვეცა  დავალება :შევქმნატ  ფურცელზე  სავარაუდო  სლაიდ-შოუ.

მე-3დღე

ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო  ურთიერთთანამშრომლობა კოლეგებს შორის.  მოხდა  იდეების  გაცვლა,გაიმართა დისკუსია, იმის შესახებ, რომ  სტანდარტების  მართებულად   შერჩევა ხელს უწყობს თემის  მიზნის  დადგენას. შევქმენით ბლოგი .დავსახეთ სასწავლო მიზნები. მოგვეცა  დავალება შევავსოთ სასწავლო პროექტის შაბლონი(ნაწილობრივ).

მე -2 დღე

ჩემთვის  მნიშვნელოვანიიყო ტრენინგის მე 2 დღეც. შევადგინეთ  ტრენინგზე დასწრების წესები.  ტრენერმა  განიხილა  ჩვენს  მიერ  შესრულებული   დავალებები. სახელმძღვანელოში  განვიხილეთ  5კითხვა რომელიც ეხებოდა პროექტის შედგენას. მოხდა იდეების გაცვლა,დისკუსია და შედგა ურთიერთ თანამშრომლობა. განვიხილეთ საიტი ncp.ge  გავადგინე რომ სტანდარტების სწორად შერჩევით თემის მიზნის დადგენა.

პირველი დღე

ინტელის ტრენინგის პირველი  დღე ძალზედ საინტერესოდ  წარიმართა .მოხდა ურთიერთგაცნობა. ჩამოყალიბდა თბილი სამუშაო  გარემო.შევადგინეთ განრიგი. გავეცანით   ინტელის  სახემძღვანელოს და ვისწავლეთ მასში ნავიგაცია. გავეცანით  პროექტის  გეგმის შაბლონს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  დოკუმენტს.  დავალებათ  მოგვეცა: გავცნობოდით   მზა პროექტებს და რესურსებს.